ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დიპლომატიურ ზონაში, გერმანიის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქებას სულ მცირე 80 ადამიანი ემსხვერპლა, 350 კი დაშავდა.
აფეთქების სიძლიერე იმდენად დიდი იყო, რომ ასობით მეტრის მოშორებით ფანჯრებისა და კარების დამსხვრევაც შეძლო.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ავღანეთში მომხდარი ტერაქტების უკან ხშირად თალიბანი ან ე.წ. ისლამური სახელმწიფო დგას.





