ჩვენ მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავების. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა, გვქონდა საუბარი ყველა მიმართულებით ურთიერთობებზე - თავდაცვის და უსაფრთხოება, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა შემდგომ პრეზიდენტთან შეხვედრით, პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში.
აშშ-საქართველოს ურთიერთობები
პრემიერი: ტრამპის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გზავნილები მივიღეთ
tbl.ge/2av9
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ.
ამავე თემაზე
- აშშ-სთან განახლებული ურთიერთობების შინაარსსა და განვითარებაზე ვმუშაობთ – ბოჭორიშვილი
- ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს – კობახიძე რუბიოს განცხადებაზე
- კობახიძე: საქართველო არაა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვო
- უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსგან ქცევის შეცვლას ითხოვს
- რუბიო: საქართველოს მთავრობას ვუთხარით, თუ რა უნდა გააკეთონ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად




