ოკუპირებული ტერიტორიები

კანდელაკი: ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლა დანაშაულია, შსს-მ განმარტება გააკეთოს

გიორგი კანდელაკი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„მოვითხოვთ განმარტებას შსს-სგან იური ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით„ - ამის შესახებ მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი არ სცემს პატივს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"მას კერძო საკუთრებაც გააჩნია აფხაზეთში. იგი არაერთხელ არის ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მისი საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოშვების ფაქტი არის დანაშაული, იმიტომ რომ არის დარღვევა ჩვენი კანონისა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მოუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, გააკეთოს განმარტება - ვინ მიიღო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ კანონის დარღვევის გადაწყვეტილება. ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, უნდა დატოვოს თანამდებობა და აგოს პასუხი" - თქვა კანდელაკმა.

 

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას არქიმანდრიტი სერაფიმ ბით ხარიბი ავრცელებს. ლუჟკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში 2006 და 2009 წელს იმყოფებოდა, ხოლო ცხინვალის რეგიონში - 2009 წელს. ოფიციალურმა თბილისმა მისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტი გააპროტესტა და რუსულ მხარეს ნოტა გაუგზავნა.

კომენტარები