საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ხვალ, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ხვალ, 7 მაისს საფრანგეთში პრეზიდენტობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნებში ერთმანეთს ორი კანდიდატი - პოლიტიკური მოძრაობა En Marche!-ს ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.

არჩევნების წინ მომზადებული კვლევების თანახმად, მეორე ტურში უდავო ფავორიტად ემანუელ მაკრონი მიიჩნევა. გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ლე პენი ხმების მხოლოდ 39 %-ს მიიღებს, მაკრონი კი 61 %-ს.

ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მაკრონმა ლე პენი დაამარცხა.

კომენტარები