ციანიდის საქმე

მინდიაშვილი: ნამდვილ გამოძიებას შეუძლია გამოააშკარავოს საპატრიარქოს ვნებები

ყველაზე რეზონანსულ, საიდუმლოებით მოცულ, ყველა აქტორის მხრიდან ათასანაირი მისტიფიკაციითა და შეთქმულების თეორიით დახუნძლულ ციანიდის საქმეს, უფრო სწორად, ამ საქმის ნამდვილ გამოძიებას შეუძლია გამოააშკარავოს საპატრიარქოსა და ხელისუფლების ყველაზე ბნელი, მრავალი ბეჭდით დალუქული ვნებები და ინტერესები; ფარდა ახადოს იმ ავაზაკთა ბუნაგს, რომელმაც ქრისტესა და ეკლესიის სახელი მიიტაცა და საკუთარი განდიდების, გამდიდრების, სხვაზე გაბატონების, ცრურწმენების, ტოტალური სიცრუისა და ძალადობის წყაროდ აქცია ადამიანების წმინდა რწმენა; რომელმაც ჩვენს ცნობიერებაში ღმერთის ადგილას ოქროს კერპების - პატრიარქის, მეუფეების, მამაოების აღმართვა მოისურვა, რათა ბრმად გვემსახურა ამ ბომონებისთვის. ამ ბნელმა და ბოროტმა ძალამ, მთელი ამ წლების განმავლობაში, დაუნდობლად გათელა ქრისტე და მასთან ერთად ყველა, ვინც მის ანტიადამინურ, ანტიქრისტინულ სურვილებსა და მიზნებს არ ემორჩილებოდა და ამხელდა. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ციანიდის პროცესი, ამასთან ერთად, არის ჩვენი ფარისეველი, ვითომ მორწმუნე საზოგადოებისთვის, ჩვენი უმრავლესობისთვის რაღაც სასწაულის ძალით ბოძებული შანსი, დაინახოს საკუთარი გადაგვარებული, გაავებული, ბოლომდე დამახინჯებული კოლექტიური ვინაობა და, როგორც მამარდაშვილი იტყოდა, შეძრწუნდეს იმის გამო, რასაც მასში იხილავს. აი, ესაა მთავარი, შეიძლება გაუცნობიერებელი, მიზეზი, რის გამოც "სრულად" დაიხურა დეკანოზ მამალაძის საქმე

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ციანიდის საქმეზე

კომენტარები