ხვალ, 4 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდის, სამგორის, ისნის, ნაძალადევის და კრწანისის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ჩიქოვანის, მეგრელიძის, ინტენსიფიკაციის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, დელისის, გაზაფხულის, ტაშკენტის, კამანის, ჯებაშვილის, ასათიანის, ზაქარიაძის, პეკინის, კუტუზოვის, ცინცაძის, გამრეკელის და მიცკევიჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის და მანაგაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის II მიკრორაიონის, მოსულიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, ხიზაბავრის, თიანეთის, ვეკუას და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, მაყაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, ერისთავი-ხოშტარიას და ბარნოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, შინდისის, მესხის, გერგეთის, ოქროყანის და შხეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, კუპრაძის, კოტეტიშვილის და ჩხენკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ნავთლუღის დასახლების და მშველიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის, ჩარგლის და სიხარულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანერგეს, ცინცაძის და იმერეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, ათონელის, მტკვრის, ორბელიანის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





