ხვალ, 27 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, სამგორის, მთაწმინდის, საბურთალოს, კრწანისის, ნაძალადევის, დიდუბის და ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
გლდანის რაიონი
11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, ბოჭორიშვილის, კაჭარავას, კობერიძის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის II დასახლების, თვალჭრელიძის, მაისურაძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის, საჯაიას, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის და სამგორის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჭოველიძის, ზანდუკელის, თორაძის, კერესელიძის, მაყაშვილის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე 2-2 საათის მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას, მინდელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის და სოფელ ზურგოვანის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სიხარულიძის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და მუხრანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ჭიაურელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ცისკარიშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





