ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნები 2017

ბრიტანეთის პარლამენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მხარი დაუჭირა

Reuters

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ 8 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მხარი დაუჭირა.

ტერეზა მეის ინიციატივას მხარი დაუჭირა 522-მა პარლამენტარმა, 13 კი წინააღმდეგ წავიდა.

კანონის შესაბამისად, მოქმედ პარლამენტს 3 მაისს დაითხოვენ. 

ბრიტანეთის პრემიერმა 8 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ინიციატივა ორი დღის წინ გამოთქვა.

ტერეზა მეის თქმით, ბრიტანეთს სჭირდება სტაბილურობა და ძლიერი ხელმძღვანელობა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ.

"ერთადერთი საშუალება, უზრუნველვყოთ გარკვეულობა და სტაბილურობა, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში მდგომარეობს", - თქვა მეიმ.

კომენტარები