ისრაელი

საგარეო: თავშესაფარზე უარის მიღებისას ისრაელიდან დეპორტაცია დაუყოვნებლივ მოხდება

kvira.ge

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოსთან მიმართებით ახალი რეგულაცია შედის ძალაში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. რეგულაციის თანახმად, თავშესაფრის მიღებაზე უარის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაუყოვნებლივ მოხდება.

"რეგულაციის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, განხილულ იქნება დაჩქარებული წესით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები. ამ რეგულაციის შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფრის მიღებაზე უარის მიღების შემდგომ მიღებული შეტყობინების მიუხედავად - 7 დღის განმავლობაში დაეტოვებინათ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორია - არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის სახელმწიფოში", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები