NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტა გაშვებისთანავე აფეთქდა

კვირა, 16 აპრილი, 2017 - 19:06
kcna
tbl.ge/2a5o
დაკოპირდა

ჩრდილოეთ კორეის მიერ ახალი ტიპის რაკეტების გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა, ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, "რაკეტა გასროლისთავანე ნაწილებად დაიშალა და აფეთქდა". რაკეტის ტიპი ამ დრომდე დაუდგენელია. ბალისტიკური რაკეტის აფეთქების შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო სარდლობაც ადასტურებს. 

ამავდროულად ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ფართომასშტაბიანი ბირთვული დარტმით ემუქრება. ამის შესახებ განცხადება კორეის შეიარაღებული ძალების მარშალმა ფხენიანში გამართულ სამხედრო აღლუმზე გააკეთა. აღლუმზე ქვეყანამ ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტები - KN-08 წარადგინა, ასევე წარადგინა ბალისტიკური რაკეტები, რომელთა გასროლაც წყალქვეშა ნავებიდან არის შესაძლებელი. 

კომუნისტური რეჟიმი 15 აპრილს ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის, კიმ ირ სენის 105-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. ეროვნულმა დღესასწაულმა რეგიონში პოლიტიკურად უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. 

ფხენიანის აღლუმის ამსახველი ფოტოები:

ფხენიანის სამხედრო აღლუმის დროს, კორეის ნახევარკუნძულიდან დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით აშშ-ის ბირთვული ავიამზიდი - USS Carl Vinson-ი და ფლოტის კიდევ რამდენიმე ხომალდი იყო განთავსებული. ამავდროულად სამხედრო ძალის ფართომასშტაბიანი მობილიზაცია იყო გამოცხადებული ჩინეთის მიერ კორეის საზღვართან. დაახლოებით სამი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ მზად იყო წერტილოვანი სარაკეტო დარტყმებით აღეკვეთა ჩრდილოეთ კორეის მცდელობა ჩაეტარებინა მეექვსე ბირთვული ტესტი, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით აშშ კორეაზე ზეწოლას არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით გააგრძელებს.

ჩრდილოეთ კორეამ საერთაშორისო აკრძალვების მიუხედავად ამ დრომე 5 ბირთვული ტესტი ჩაატარა, მათგან ყველაზე ძლიერი აფეთქება 2016 წლის სექტემბერში იყო. ბომბის სიმძლავრე 10 კილოტონას შეადგენდა. ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მტკიცებით, ქვეყნის მეცნიერებმა უკვე წყალბადის ბომბიც შექმნეს.

ჩრდილოეთ კორეაკიმ ჩენ ინიბირთვული იარაღი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026 - 23:05კიმ ჩენ ინმა მემკვიდრედ 13 წლის ქალიშვილი აირჩია – სამხრეთ კორეის დაზვერვა
  • სამშაბათი, 27 იანვარი, 2026 - 19:14სამხრეთ კორეა: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა
  • ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025 - 15:47ჩრდილოეთ კორეამ მაისის შემდეგ პირველად ბალისტიკური რაკეტები გაისროლა
  • შაბათი, 11 ოქტომბერი, 2025 - 11:21ჩრდ. კორეამ კომუნისტური პარტიის მე-80 იუბილეზე ახალი კონტინენტთაშორისი რაკეტა წარადგინა
  • ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025 - 15:16ჩრდილოეთ კორეამ რუსი ტურისტებისთვის საზაფხულო კურორტი გახსნა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

მედვედევი: სომხეთის არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 19:12

მედვედევი: სომხეთის არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება

"იმედია, მსგავსი დიალოგები მომავალშიც გაგრძელდება" – ირანის ელჩი მეუფე ანდრიას შეხვდა
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 18:23

"იმედია, მსგავსი დიალოგები მომავალშიც გაგრძელდება" – ირანის ელჩი მეუფე ანდრიას შეხვდა

ისრაელის საჰაერო იერიშს ლიბანის 3 სამხედრო ემსხვერპლა, მათ შორის გენერალი და ოფიცერი
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 16:49

ისრაელის საჰაერო იერიშს ლიბანის 3 სამხედრო ემსხვერპლა, მათ შორის გენერალი და ოფიცერი

თბილისის აეროპორტში დაკავებული FBI-ის მიერ ძებნილი პირი ტატიანა კურაშკევიჩია
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 15:18

თბილისის აეროპორტში დაკავებული FBI-ის მიერ ძებნილი პირი ტატიანა კურაშკევიჩია

თურქეთის სანაპირო დაცვა: ყირიმთან თურქულ სათევზაო გემს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 13:06

თურქეთის სანაპირო დაცვა: ყირიმთან თურქულ სათევზაო გემს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი

ყველაზე კითხვადი

ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
1ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
2უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო
3რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქიაში გაგზავნეს
4ზახაროვა რცხილაძეზე: ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის მან მართლაც ბევრი გააკეთა
5გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში