ავტოავარია

ქუთაისში, ავტოავარიის შედეგად, რვა წლის ბავშვი დაიღუპა

metro.us

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი რვა წლის ბავშვი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები