აღდგომა

ამაღამ, მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს

რუსთავი 2

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 16 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. დღეს, 23:00 საათიდან, მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 

ამასთან, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

”მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის ნსასაფლაოებზე მეტროს სადგურ დიდუბიდან გაიყვანს, კუკია-მახათასკენ -სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტროსადგურ დელისიდან, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან,  ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს,” - აცხადებს მერია. 

კომენტარები