თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს, 16:00-ზე, ერთწლიანი ანგარიშით თბილისის საკრებულოში წარსდგება.
საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ითქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ყველა დეპუტატს ექნება კითხვის დასმის შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოსთან 12:30 საათზე გარემოვაჭრეები შეიკრიბებიან და დავით ნარმანიას „სირცხვილის კორიდორს“ მოუწყობენ.