ენტეროვირუსი

საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი წნორის კლინიკიდან გაწერეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი, რომლებიც წნორის კლინიკაში გუშინ და დღეს გადაიყვანეს, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

უწყების ინფორმაციით, საქმეში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მიმდინარეობს მოკვლევა.

აღსაზრდელებს მაღალი ტემპერატურა და ღებინება აღენიშნებოდათ. ექიმების თქმით, მათი კლინიკური სურათი ენტეროვირუსისთვისაა დამახასიათებელი.

რუსთავი 2-ის ცნობით, სიღნაღის რაიონის ბაგა-ბაღების გაერთიანებაშიც ამბობენ, რომ მოზარდების ავადმყოფობა არა საკვებს, არამედ ვირუსულ ინფექციას უკავშირდება.

კომენტარები