ვიზალიბერალიზაცია

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ

Reuters

დღეიდან ძალაში შედის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტით მოკლევადიანი ვიზიტი შეეძლებათ ყოველი 180 დღის მანძილზე 90 დღე, რაც არ ითვალისწინებს მუშაობისა და სწავლის უფლებას.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი სტუდენტებთან ერთად ათენში გაემგზავრება, შემდეგ კი - ბრიუსელში.

ცნობისთვის, შენგენის ზონა მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

წევრი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი;

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.

უვიზო მიმოსვლა არ ეხება ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს.

მოგზაურობისთვის აუცილებელია: მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოში დაბრუნების დღისთვის არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები. მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი მოითხოვს სხვადასხვა დოკუმენტს. შესაძლო დოკუმენტების სრული ჩამონათვალი განთავსებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

უფრო დეტალურად, იხილეთ როგორ ვისარგებლოთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით.

კომენტარები