აქცია ბათუმში

ბათუმელები: ბათუმში აქციაზე 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 პოლიციელი

batumelebi.netgazeti.ge

"ბათუმელები" ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ექიმებმა აქციიდან 3 დაშავებული ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 2 აქციის მონაწილე და 1 პოლიციელი, რომელსაც თავში ქვა აქვს მორტყმული. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" ავრცელებს.

სააგენტოს თქმით, პოლიციამ გაზი მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები ცოტა ხნით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა. 

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი პირის დაკავების ფაქტს სპონტანური აქცია მოყვა, სადაც მოქალაქეები დაკავებულების დღესვე გათავისუფლებას ითხოვენ. აქცია "ბათუმი პლაზასთან" ცოტა ხანში ხალხმრავალი გახდა და ცოტა ხანში პარალელური აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტთანაც. ორივე აქციაზე ჯამში 6 პირია დაკავებული. აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. 

კომენტარები