საქართველო-საბერძნეთი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

sigmalive.com

6-8 მარტს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი ეწვევა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნიკოს კოძიასი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აგრეთვე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

ოფიციალური ინფორმაციით, ბერძენ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდგომ დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნება ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი გამოფენა.

კომენტარები