დეკანოზ მამალაძის საქმე

ოხანაშვილი: საპატრიარქოში ფარული ჩანაწერები ნანახი აქვთ

სოსო ოხანაშვილი

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილმა რუსთავი ორის გადაცემა არჩევანში აღნიშნა, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის, მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში არ გამორიცხავს, რომ თავადაც ფიგურირებდეს. მისი თქმით, ირაკლი მამალაძეს ის მხოლოდ ერთხელ, გერმანიაში წასვლამდე, დაახლოებით, 1 თვით ადრე, რესტორანში შეხვდა.

ოხანაშვილის თქმით, ის ვერ იხსენებს კონკრეტულ თემებს, რომელზეც რესტორანში საუბრობდა, თუმცა მისი თქმით, საუბრის ინიციატივა ირაკლი მამალაძისგან მოდიოდა.

"ძირითადი საუბარი, რაზეც შეიძლება მე მას ვყავდე ჩაწერილი, რომ შეიძლება ვიღაც-ვიღაცებს ვაყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას", - თქვა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, მას ჩანაწერი არ მოუსმენია და იმასაც ვერ იხსენებს, თუ ვინ იყო შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ირაკლი მამალაძის გარდა.

გარდა ამისა, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოში ფარული ჩანაწერები მოსმენილი აქვთ, მაგრამ მასთან ამ ჩანაწერებზე არავის უსაუბრია.  

კომენტარები