დეკანოზ მამალაძის საქმე

რამიშვილი: მამალაძეს ბრალი თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის აქვს წარდგენილი

მობრძანდა პროკურატურის "ოქროს მოწმე" და თქვა, რომ ჩემი შეხედულებით უმაღლესი სასულიერო პირის მიმართ ხორციელდებოდა მკვლელობის მომზადების საქმე. 2 თებერვალს აღიძრა საქმე, 3 თებერვალს გაიცა ბრძანება თვალთვალისა და მიყურადების შესახებ. დღემდე რასაც ვითხოვთ მტკიცებულებად, არ არსებობს საქმეში სად, როდის და ვისგან შეიძინა ციანიდი მამა გიორგიმ. ყველაზე საინტერესო კი არის ერთი რამ, როდესაც 13 თებერვალს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ თურმე საქართველო ავაცილეთ უბედურებას, თქვენ იცით, რომ 11 თებერვალს მამა გიორგის ბრალი ჰქონდა წაყენებული შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენისთვის

დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ტელეკომპანია პირველის გადაცემა "რეაქცია"

კომენტარები