საქართველოს სააპატრიარქო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოშია

ტაბულა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოშია. პატრიარქის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ილია მეორეს აეროპორტში მრევლი დახვდა.

ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა, მას "ჰელიოს ბერლინ ბუხის" კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა ოპერაცია.

ილია მეორემ 16 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ის იმედოვნებს, რომ მისი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, არსებული "არანორმალური" სიტუაცია დამშვიდდება.

"იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება", - ამბობს პატრიარქი.

კომენტარები