საკონსტიტუციო სასამართლო

მანანა კობახიძემ მოსამართლის ფიცი დადო

ტაბულა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეულმა მოსამართლე მანანა კობახიძემ ფიცი დადო. 

მანანა კობახიძემ ქეთევან ერემაძე ჩაანაცვლა, რომელსაც სამოსამართლეო ვადა გასულ წელს ამოეწურა. 

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 10 წლის განმავლობაში იქნება. ის პარლამენტმა აირჩია. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება 2016 წლის სექტემბრის ბოლოს შეუწყდა. ორი მოსამართლე პრეზიდენტმა წარადგინა, თითო-თითო კი, უზენაესმა სასამართლომ და პარლამენტმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მანანა კობახიძის არჩევა აზიანებს საკონსტუტუციო სასამართლოს ავტორიტეტს. ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრების აზრით, მანანა კობახიძე "პოლიტიკური ერთგულების" გარდა, არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების თქმით კი, მანანა კობახიძის არჩევა სასამართლო სისტემის სრულ უზურპაციას ნიშნავს.

კომენტარები