სხვადასხვა კანის ფერის მქონე ტყუპები

უიშვიათესი შემთხვევა: ილინოისში სხვადასხვა კანის ფერის მქონე ტყუპები დაიბადნენ

WHITNEY MEYER/FACEBOOK

ილინოისის შტატის, ქალაქ ქუინსში სხვადასხვა კანის ფერის მქონე ტყუპები დაიბადნენ.

9 თვის კალანის კანის შეფერილობა დედისგან, უიტნი მაიერისგან ერგო, მის ტყუპისცალ ჯარანის კი მუქი შეფერილობით მამას ჰგავს.

ბავშვების დედა კავკასიურ რასას მიეკუთვნება, მამა კი აფრო-ამერიკულს.

BBC-ის ცნობით, ასეთი შემთხვევა 500-ში ერთხელ ხდება.

კომენტარები