გაზპრომთან მოლაპარაკებები

კანდელაკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეზოლუციას გაზპრომზე მხარს დავუჭერთ

ტაბულა

ფრაქცია "ევროპული საქართველო" გაზპრომზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეზოლუციას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ისაუბრა.

"ამ რეზოლუციას მხარს დავუჭერთ, მაგრამ ჩვენი ამოცანები არის უფრო შორს მიმავალი. ჩვენი ამოცანაა, რომ ის შეთანხმება, რომელიც არის დამაზიანებელი ჩვენი სუვერენიტეტისთვის და, დიდი ალბათობით, გამოიწვევს გაზის გაძვირებას, საერთოდ არ შედგეს. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს", - თქვა კანდელაკმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსულ ენერგოგიგანტ გაზპრომთან მოლაპარაკებების შეჩერებას ითხოვს. პარტიამ ამისთვის რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს წარედგინება.

კომენტარები