ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კირკიტაძე: ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს მელია უხელმძღვანელებს

ტაბულა

"ნიკა მელია იქნება პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით კირკირაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. როგორც კირკიტაძე ამბობს, პარტიაში ბევრი ახალი სახე გამოჩნდება.

"ნაციონალური მოძრაობა ხშირად დაუტოვებიათ პოლიტიკოსებს, თუმცა არანაკლები შევსება მიუღია... ნიკა მელია იქნება პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი", - თქვა დავით კირკიტაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 12 იანვარს გაიყო და პარტიის პოლიტსაბჭო 27-მა წევრმა დატოვა. პოლიტსაბჭოს 7000-იანი სხდომა სპორტის სასახლეში 20 იანვარს გაიმართება. ნინო კალანდაძის თქმით, ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს არ აირჩევენ. კალანდაძე ამბობს, რომ რადგან ვანო მერაბიშვილს პარტიის გაყოფაზე პოზიცია არ გამოუხატავს, ის გენერალურ მდივნად რჩება.

კომენტარები