საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაღლაფერიძე: ქართულ ოცნებაში ვიღაც წევრებს ვიცნობ

2030

"რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ქართულ ოცნებასთან მე ახლა ვიღაც წევრებს ვიცნობ ქართულ ოცნებაში",- ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად არჩეული დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე.

"რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ქართულ ოცნებასთან მე ახლა ვიღაც წევრებს ვიცნობ ქართულ ოცნებაში, მაგრამ არც არასდროს ვყოფილვარ ქართული ოცნების წევრი. არც ვალი მაქვს მე ქართული ოცნების, ისევე როგორც არცერთი სხვა პარტიის", - რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.

ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის მთავარ პროდიუსერად მუშაობდა. მანამდე კი ასევე ივანიშვილის დაფუძნებული ტელეკომპანია მეცხრე არხის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამავე არხზე მაღლაფერიძეს მიჰყავდა გადაცემა "კონსილიუმი ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად". 

დირექტორის შესარჩევი კენჭისყრის მეორე ტურში ვასილ მაღლაფერიძეს მხარი სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა, ქეთევან მსხილაძემ და სულხან სალაძემ არ დაუჭირეს. ტაბულასთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ მაღლაფერიძე პოლიტიკურად მოტივირებულია. სალაძისა და მსხილაძის აზრით, მაღლაფერიძის არჩევა იმედის მიერ GDS-ისა და მაესტროს შესყიდვის პროცესის გაგრძელებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბარათაშვილმა ის 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე დატოვა.

2017 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 46 მილიონი იქნება, ეს 2016 წელთან შედარებით 2.4 მილიონით მეტია. 

კომენტარები