ილია მეორე

პრემიერი: ილია მეორე არის სულგრძელობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი

უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

მთელი მისი მოღვაწეობა ერისა და სამშობლოს სამსახურისთვის არის მიძღვნილი. ის ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების, მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი.

ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 84 წელი შეუსრულდა. საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

კომენტარები