სამინისტოების ოპტიმიზაცია

პრემიერი: სახელმწიფო აპარატში იმდენი უნდა მუშაობდეს, რამდენიც საქმეს სჭირდება

fb.com/KvirikashviliOfficial

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში საქართველოს პრემიერმინისტრმა სამინისტროების ოპტიმიზაციაზე ისაუბრა. კვირიკაშვილის თქმით, დასანანია თითოეული შემცირებული კადრი, თუმცა სამინისტოებში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც საქმეს სჭირდება.

”როდესაც ესეთი შემცირება ხდება, ყოველთვის არის მტკივნეული ადამიანებისთვის და არც ერთმა ადამიანმა არ მინდა იფიქროს, რომ ვინმე იყო ზედმეტი სახელმწიფოსთვის ან სახელმწიფო აპარატისთვის. იყო გარკვეული ამ მიმართულებით არასწორი გამონათქვამებიც და მინდა ბოდიში მოვუხადო, ვისაც გული ეტკინა ამ შემთხვევაში. ყველა ჩვენგანი ამას ძალიან განვიცდით. არც ერთი ადამიანი, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი, მაგრამ ადამიანის არ დაკარგვა, არ ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი უნდა მუშაობდეს სახელმწიფო აპარატში. სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება და რამდენიც იქნება მოტივირებული, რომ ეს საქმე გააკეთოს,"- ამბობს პრემიერმინისტრი.

კომენტარები