ერდოღანი აშშ-ს სირიაში ტერორისტული ძალების დახმარებას აბრალებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მას აქვს მტკიცებულებები, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი კოალიცია, რომელსაც აშშ მეთაურობს, თავად ეხმარება ტერორისტულ დაჯგუფებებს. მათ შორის ISIS-სა და სირიელი ქურთების დაჯგუფებას.

"ისინი (ანტიტერორისტული კოალიცია) ჩვენ გვაბრალებდნენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერას. ახლა კი ისინი თავად ეხმარებიან ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის ISIS-ს. ეს აშკარაა, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები - ფოტოებით და ვიდეოებით", - თქვა ერდოღანმა.

ერდოღანის განცხადებას, მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. დეპარტამენტის სპიკერის, მარკ ტონერის თქმით, ერდოღანის განცხადება უბრალოდ სასაცილოა.

"ეს განცხადება სასაცილოა. არ ვიცი, საიდან ჩნდება ასეთი აზრები", - თქვა ტონერმა.

კომენტარები