ქუთაისი-ბათუმის მატარებელი

ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავი 2

ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. განცხადება ამის შესახებ საქართველოს რკინიგზამაც გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ მგზავრების ევაკუაცია დროულად მოხდა და არავინ დაშავებულა.

„ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე მოხდა აალება. ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა . მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები.“ - წერია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

კომენტარები