საბურთალოს, მთაწმინდის და სამგორის რაიონების ნაწილს ხვალ, 13 დეკემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასი მიზეზად ახალი აბონენტების ქსელზე მიერთებას, გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს, ქსელის გაუმჯობესებას და ავარიის პრევენციას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00-დან 14:00-მდე კი, სოფელ ლისის (ნაწილობრივ) და მინდელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის (ორხევი) ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00-დან 12:00-მდე კი, თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის, 8 მარტის, გერცენის, ბროსეს, თაბუკაშვილის, ლაღიძის და ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





