პირადი კადრები

9-თვიანი ვადის გასვლის გამო, პირადი კადრების შენახვაში ბრალდებულები გაათავისუფლეს

ShutterStock

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელებაში ბრალდებული ირაკლი ფხალაძე და ზურაბ ჯამალაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათ 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურათ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო სასჯელით შეცვლის გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ერთ-ერთმა ბრალდებულის ირაკლი ფხალაძის თქმით, ის "პროკურატურის პირადი ტყვე" იყო 9 თვის განმავლობაში. ის აღნიშნავს, რომ გამოძიებას მტკიცებულებები არ აქვს.

ფარული ჩანაწერების საქმეზე ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე 2016 წლის 15 მარტს დააკავეს. საქართველოს მთავარომა პროკურატურამ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით წაუყენა, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს გამხელას გულისხმობს. მათ პირადი კადრების არა ატვირთვას, არამედ, შენახვა-გავრცელებას ედავებიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსის პირადი კადრების დამზადებისთვის სამართალდამცველებმა აპრილში 5 პირი დააკავეს. კადრების ინტერნეტში გამავრცელებელი კი არ დაუკავებიათ. უწყებაში კვლავ აღნიშნავენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები