Time-ის წლის ადამიანი

ჟურნალმა TIME დონალდ ტრამპი წლის ადამიანად გამოაცხადა

Nadav Kander / TIME

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალ Time-ის წლის ადამიანი გახდა.

Time-ის რედაქტორ ნენსი გიბსის თქმით, ძნელია დაასახელო ადამიანი, რომელსაც წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე უფრო მეტი გავლენა ჰქონდა, ვიდრე დონალდ ტრამპს. 

ჟურნალი Time ყოველწლიურად ირჩევს ადამიანს, რომელმაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დაამახსოვრა თავი მსოფლიო საზოგადოებას. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი ჟურნალ Time-ის წლის ადამიანის 90-ე არჩევანი გახდა. 

კომენტარები