ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი, ჩემი აზრით, არადემოკრატიულ პროცესს გვთავაზობდა, როდესაც ყრილობის ჩატარებას ორი ათასი დელეგატის ფარგლებში ცდილობდა. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა მთავარი საკითხი იმალებოდა - მიხეილ სააკაშვილის პარტიისგან დისტანცირება. მე და კიდევ არაერთ თანაგუნდელს საკითხის ასე დაყენება მიუღებლად მიგვაჩნია - მართალია, მიხეილ სააკაშვილს არა აქვს კანონიერად პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავების უფლება, თუმცა ის სიმბოლურად უნდა დარჩენილიყო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ. მსგავსი სურვილი ბოლო ოთხი წელია ივანიშვილს აქვს - არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, პროკურატურა მაშინ დაგანებებთ თავს, თუ სააკაშვილს პარტიიდან გარიყავთო. გიგა ბოკერია დღემდე ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილი პარტიიდან გაირიყება, პარტია ე. წ. შუაშისტ ამომრჩევლებს მოიზიდავს. მე კი ვფიქრობ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება "ნაცმოძრაობის" ელექტორალური თვითმკვლელობა იქნებოდა. მიხარია, რომ ჩვენმა პოზიციამ გაიმარჯვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
წიკლაური: ბოკერიას აზრით, სააკაშვილის გარიყვა ე.წ შუაშისტ ამომრჩეველს მოიზიდავს
tbl.ge/21z7
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




