ყველა პარტიული ორგანიზაცია, რეგიონული ორგანიზაცია, მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ყრილობის ვარიანტს. ამიტომ, თუ ასეთი გადაწყვეტილება [2 000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარება 27 დეკემბერს] იქნება მიღებული, ერთ მხარეს იქნება მთელი პარტიული ორგანიზაცია, მეორე მხარეს იქნება პოლიტსაბჭოს წევრთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება ნაციონალურ მოძრაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სამწუხაროდ, ძნელია რაღაც სასიკეთო მოვლენების პროგნოზირება. არ გამოირიცხება არც ერთი ვარიანტი, მათ შორის, არც ბოიკოტი აღნიშნული ყრილობის, რომელსაც ზოგიერთი გეგმავს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
წიკლაური: არ გამოვრიცხავთ არც ერთ ვარიანტს, მათ შორის, არც ყრილობის ბოიკოტს
tbl.ge/21p3
დაკოპირდა

ენმ-ის წევრი ნუგზარ წიკლაური პოლიტსაბჭოს სხდომის შესახებ.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




