საქართველოს პარლამენტი

კვირიკაშვილი ენმ-ს: არ მოგყვებით რიტორიკაში და დააფასეთ, მეგობრებო

რაც შეეხება კომენტარს ე.წ ორმაგ შეკითხვებთან - თან შეურაცხყოფასთან და თან შეკითხვებთან დაკავშირებით, ალბათ, თქვენ საკუთარი დეფინიცია გაქვთ შეურაცხყოფის, და ეტყობა თქვენთვის ასეთი რაღაცები არ არის შეურაცხმყოფელი, უნდა გითხრათ, რომ ეს ნამდვილი შეურაცხყოფაა, როცა ადამიანს ეკითხები რაღაცას და ეს არის შეურაცხყოფის ზღვარზე სიარული მუდმივად, არ არის ეს საპარლამენტი ფორმატი, ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც თქვენ დგამთ და ნამდვილად არ არის იმ ადგილის საკადრისი, სადაც ვიმყოფებით. მე მოსვლისთანავე, თავშივე ვთქვი, რომ არ გამოგყვებოდით ამ რიტორიკაში და ვაგრძელებ ამ მიდგომას, მაგრამ დააფასეთ, მეგობრებო, ეს მიდგომა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ნიკა მელიას პასუხობს. მელიას თქმით, საზოგადოებაში არის განცდა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ნომინალური პრემიერმინისტრია.

კომენტარები