საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოვლით გზაზე სამუშაოები გრძელდება, რის გამოც 216-ე კმ-დან (სოფ. ნახშირღელე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
"სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება, არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე (ძველი მიმართულება), ქ. ქუთაისის გავლით. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 29 ოქტომბერს (№20/8-2392244) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად" - აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 23 ნოემბრამდე შეიზღუდება.





