სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მით უმეტეს დემოკრატიული ქვეყნისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული და თავისუფალი მედია. ამიტომ, შემიძლია, მე უბრალოდ იმედი გამოვთქვა და ჩემი სურვილია, რომ როგორც არ უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ საქმე, მედია იქნება ობიექტური და იქნება კრიტიკული. არჩევნებიდანვე რამდენიმე დღეში ასეთი საქმე, რომელიც ამდენ ვნებათაღელვას იწვევს... რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ცოტა მოგვიანებით ყოფილიყო [განხილვა].
tbl.ge/20n0
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი რუსთავი ორის საქმეზე. ცნობისთვის, დღეს უზენაესი სასამართლო ტელეკომპანიის საკასაციო საჩივრის განხილვას იწყებს.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




