აუქციონი

კაბა, რომელიც მონროს კენედის დაბადების დღეზე ეცვა, 4.8 მილიონ დოლარად გაიყიდა

AFP

ფრანგი დიზაინერი ჟან ლუის კაბა, რომელიც მერილინ მონროს აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის დაბადების დღეზე ეცვა, აუქციონზე 4.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის სახლის წარმომადგენლის თქმით, კაბა იმდენად ვიწროა, რომ "ალბათ, ზედ მერილინ მონროს ტანზე შეკერეს". კაბა 2500 კრისტალით არის გაფორმებული.

კაბა Ripley's Believe It or Not-ის მუზეუმების ქსელმა შეიძინა.

1962 წელს, კენედის 45-ე დაბადების დღეზე მონრო სწორედ ამ კაბით მივიდა და ცნობილი სიმღერა Happy Birthday Mr President უმღერა. კენედის დაბადების დღიდან 3 თვეში მერილინ მონრო, ნარკოტიკების ზედმეტი დოზით დაიღუპა, 1 წელიწადში კი კენედი მოკლეს.

კომენტარები