საქართველოს პარლამენტი

კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანი იქნება, რომ პარლამენტში იყოს აზრთა ჭიდილი

ის, რაც ჩვენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენი მიზანი იქნება, რომ პარლამენტში იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი, იყოს აზრთა ჭიდილი, არგუმენტების მოსმენა, გაზიარება, ჩართულობა მთლიანად საქართველოს პოლიტიკური სპექტრის იმ პროცესებში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენ ნამდვილად ვდებთ პირობას, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვიქნებით, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა მისცეს საშუალება პოლიტიკურ პროცესს, რომ სწორედ ასეთ კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართოს. ეს მხოლოდდამხოლოდ გამოადგება ქვეყანას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სტაბილურობის განცდა შეიქმნას.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები