სასამართლო სისტემა

პრეზიდენტი: მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის შესამუშავებლად EU-ის მისია მოიწვიეთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს წინადადებით მიმართავს და მოუწოდებს, მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ასოცირების შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისია მოიწვიოს.

ეს ინიციატივა პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ქუთაისში წარადგინა.

"ბალანსისა და გაწონასწორების სისტემაზე საუბარი აზრს მოკლებულია, თუ სასამართლო არ იქნება პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება არის ახალი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები