ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნარკოპოლიტიკის შეცვლას, ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას, განათლების ფუდნამენტურ რეფორმასა და ეკონომიკურ განვითარებას ითხოვენ.
აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, თეთრი ხმაურის, აუდიტორია 115-ის და ადამიანის უფლებათა და სწავლების ცენტრის მიერ არის ორგანიზებული.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ამ წუთებში იწყება.







