2016 წ. აშშ საპრეზიდენტო არჩევნები

კლინტონი: დონალდ ტრამპს მართვის შანსი უნდა მივცეთ

ჰილარი კლინტონი

2016 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში ბავშვთა დაცვის ფონდის ღონისძიებაზე არჩევნების შედეგებზე ისაუბრა. ბავშვთა დაცვის ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, კლინტონმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ დონალდ ტრამპს მართვის შანსი უნდა მისცენ.  

"ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი არჩევნების შედეგებით ძალიან იმედგაცრუებულია. მეც იმავეს ვგრძნობ, იმაზე მეტად, ვიდრე შემიძლია გამოვხატო. ეს იოლი არ არის. გასული კვირის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავს შეკითხვა დაუსვა "არის თუ არა ამერიკა ისეთი ქვეყანა, როგორც გვეგონა?". გჯეროდეთ ჩვენი ქვეყნის, იბრძოლეთ ჩვენი ღირებულებებისთვის და არასოდეს დანებდეთ", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

სიტყვით გამოსვლისას კლინტონმა აღიარა, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ღონისძიებაზე დასწრება და სიტყვით გამოსვლა ადვილი არ იყო. კლინტონის ემოციურ გამოსვლას დამსწრე საზოგადოება ფეხზე დგომით და ტაშით შეეგება.

კომენტარები