ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს, ეს მთავარი საკითხია, ვფიქრობ, მაქსიმალური ლოიალობა იმ ადამიანებთან, ვინც არიან დაზარალებული და დაავადებული ძალიან მძიმე სენით. ვფიქრობ, ქვეყანამ ბევრი გააკეთა, რომ ამ მძიმე სენით დაავადებულ ადამიანთა, თუნდაც, ცე ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა ცხოვრება შეემსუბუქებინა და ეს პრობლემა მოიხსნება. და საერთოდ, ლოიალური დამოკიდებულება დაავადებულთა მიმართ, მაგრამ მე პირადად, ვერანაირ გამართლებას ვერ ვხედავ იმისას, რომ ისეთი ატმოსფერო ჩამოყალიბდეს, როდესაც განუკითხაობას ვუქმნით წინაპირობას. მსუბუქ ნარკოტიკად განიხილავენ ცალკეული პიროვნებები მარიხუანას, მაგრამ არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება. საზოგადოებაში ატმოსფეროს შექმნასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის თუნდაც მსუბუქი თუ მძიმე ნარკოტიკის გარკვეული მიწოდების ლეგალიზაციის, გავრცელების ლეგალიზაციის და, რასაკვირველია, მოყვანის და უკანონო ვაჭრობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, საზოგადოების გარკვეულ და მნიშველოვან ნაწილს აბსოლუტურად რადიკალურად სხვა შეხედულება აქვს.
tbl.ge/20a1
დაკოპირდა

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი გია ვოლსკი გირჩის ულტიმატუმზე. ახალი პოლიტიკური ცენტრი იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლომდე მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაცია არ მოხდება, პარტიის ოფისში მარიხუანის დათესვას აპირებს.
ამავე თემაზე
- ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე
- სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა
- ბოჭორიშვილი: საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, ჩვენც ვუერთდებით
- ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი
- ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვა




