ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხოშტარია: ვინც არ უნდა გვესაუბროს ამაზე, ჩვენ გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან

მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, რა არის მისი უკმაყოფილების თუ გაღიზიანების საფუძველი - ესაა პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურებში მონაწილეობის საკითხი. ეს ჩვენთვის ძალიან პრინციპული საკითხია. ვიმსჯელეთ, მოვისმინეთ ყველანაირი არგუმენტი და დემოკრატიულად, კოლექტიურად გადავწყვიტეთ, რომ შევდივართ. ვინც არ უნდა გვესაუბროს ამაზე, ჩვენ გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან, საერთო გადაწყვეტილების ერთგულებიდან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავაგრძელებთ იმას, რაც გადავწყვიტეთ.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია.

კომენტარები