საარჩევნო გარემო, რომელიც შექმნა ივანიშვილმა იყო უმძიმესი. ამ გარემოს შეეხო ჩვენი უამრავი მხარდამჭერი, მათ მიუხედავად უმძიმესი გარემოსი, მიუხედავად დარბევისა, მიუხედავად ზეწოლისა, მოსყიდვის მცდელობებისა და მთელი ამ კამპანიისა, რომელიც ჩაატარა ივანიშვილმა, მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი გადაიტანა და ბოლომდე დადგა. მიუხედავად იმ უსინდისობისა და უტიფრობისა, როდესაც მიუხედავად ამ გარემოსი და იმისა, რა მოლოდინიც იყო და რასაც ხედავდა ქართველი ამომრჩეველი, იმ შედეგებისა რომელსაც ხედავდნენ უბნებზე, ბოლო წვეთი იყო, როდესაც ივანიშვილმა დაწერა შედეგები და გამოუცხადა ცესკოს სახელით მოსახლეობას. ეს შედეგები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანის ლეგიტიმური გამოხატულება. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ამ სიტუაციაში, როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები იმიტომ, რომ რაციონალობა მოითხოვს დაფიქრებას. ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ რა მძიმე მდგომარეობა არის საერთოდ ქვეყანაში, თუ როგორ მართავს მას ეს ადამიანი, მას შეუძლია უბრძანოს ნებისმიერ ინსტიტუციას, თქვას და შემდეგ დაიძინოს, მან იცის რომ მაინც იმას გამოაცხადებენ, რაც დაიბარა. ამის მიუხედავად, ჩვენ გვმართებს რაციონალობა. დავფიქრდებით, მოვილაპარაკებთ და ამის შემდეგ გაცნობებთ ჩვენ გეგმას
tbl.ge/1xr1
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




