არჩევნები 2016

ნათელაშვილი: ლეიბორისტული პარტია შესულია პარლამენტში

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ მისი პარტია შესულია პარლამენტში. ნათელაშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ მტკიცედ იდგნენ.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის ეგზიტპოლების ჩვეულებრივი ომი. ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას. 2012 წელს მიხეილ სააკაშვილი თავის ეგზიტპოლში გვიმტკიცებდა, რომ 70%-ით იმარჯვებდა და მოუგო ბიძინა ივანიშვილმა. დღესაც ორივე სუბიექტმა შეუკვეთა საკუთარი გემოვნების, ხედვისა და იმედების ეგზიტპოლი და დაწერეს ის, რაც უნდოდათ. საქართველოს აღარ ჰყავს მმართველი პარტია. ქართული ოცნება ამ პროცენტითაც კი აღარ არის მმართველი პარტია. შესაბამისად, მიდა მთელ საქართველოს მივულოცო. მინდა, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინცგანსაზღვრა, რომ ქვეყნის მომავალი და ბიძინა ივანიშვილის არსებობა არის შეუთავსებელი. ყოფილი მმართველი პარტია ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში და ესეც მინდა, მივულოცო ჩვენ გმირ ხალხს. ლეიბორისტული პარტია შესულია პარლამენტში. არჩევნების გაყალბება ამ ქვეყანაში იწყებოდა ეგზიტპოლების მეშვეობით. 17 წლის თავგანწირული ბრძოლის შემდეგ პირველად შევდივართ პარლამენტში და ეს მხარდაჭერა ჩვენს ხალხს უნდა დავუფასოთ და დავიცვათ ჩვენი ხმები. იყავით მტკიცედ, არ დაიხიოთ უკან. ხალხი თქვენს გვერდით არის. ვერცხლზე და ფულზე ხელი არ წაგიცდეთ", - ამბობს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GfK-ის არასრული ეგზიტპოლის თანახმად, პროპორციული სიით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას 3 პარტია ახერხებს. ესენია ქართული ოცნება - 39.9%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 32.74%, პატრიოტთა ალიანსი - 5.76%.

კომენტარები