არჩევნები 2016

ნოდია: რესპუბლიკელთათვის ხმის მიცემა არჩევნებზე არწასვლის ექვივალენტურია

რესპუბლიკელების მომხრეები რაციონალობზე დებენ თავს, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, სწორედ ეს თვისება აკლიათ. რა დიდი "აიქიუ"უნდა იმის გათვლას, რომ ამ პარტიისთვის ხმის მიცემა და არჩევნებზე არწასვლა ფუნქციურად ექვივალენტური ქმედებებია? თავდემების, ბურჭულაძის, ლეიბორისტების მომხრეებზე ეს არ ითქმის: მათ ჰქონდათ შანსი და შედარებით ცოტა დააკლდათ. წინასწარ ვერ გათვლიდნენ, რომ ხუთ პროცენტს ვერ გაქაჩავდნენ. რეპუბლიკელებს კი შანსის ნატამალიც არ ჰქონდათ და ეს მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო. მათთვის ხმის მიცემის ერთადერთი მოტივია "აი რა კაი ტიპი ვარ" გრძნობა

პოლიტოლოგი გია ნოდია, ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების შესახებ, საკუთარ facebook-ის გვერდზე

კომენტარები