არჩევნები 2016

TNS: ქართული ოცნება - 53.8%, ენმ - 19.5%, პატრიოტთა ალიანსი - 5%

TNS-ის კვლევით მომზადებული ეგზიტპოლის მიხედვით, ქართულ ოცნებას 53.8% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 19.5%, პატრიოტთა ალიანსი - 5%. ამ ეგზიტპოლის თანახმად, სხვა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ ლახავენ. კერძოდ, თავისუფალ დემოკრატებს - 4% უჭერს მხარს, პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის -  2.1%, ლეიბორისტებს - 3.1%, რესპუბლიკურ პარტიას - 2.7%, ნინო ბურჯანაძის პარტიას - 2.7%. ეს 18:00-ის მონაცემებია.

ეგზიტპოლი ოთხმა ტელევიზიამ (საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, GDS, მაესტრო) TNS-ს დაუკვეთა. კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია, საველე სამუშაოები კომპანია გორბმა ჩაატარა. ეგზიტპოლის ცდომილება 2%-ია, გამოკითხვა 320 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ამომრჩეველთა 9%-მა უარი თქვა საკუთარი არჩევანის დაფიქსირებაზე.

კომპანია GORBI, რომელმაც საარჩევნო დღეს ეგზიტპოლები ჩაატარა, მერაბ ფაჩულიას ეკუთვნის. მას ასევე ეკუთვნის სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია TriMedia Intelligence-იც, რომლის რეიტინგებსაც ტელევიზიების ნაწილი ნდობას არ უცხადებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GfK-ის არასრული ეგზიტპოლის თანახმად, პროპორციული სიით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას 3 პარტია ახერხებს. ესენია ქართული ოცნება - 39.9%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 32.74%, პატრიოტთა ალიანსი - 5.76%.

კომენტარები