პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის დავალებით, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ადმინისტრაციაში მიიწვია უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული გიორგი ნაზაროვი. მასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო "საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის ჩარევას და მის მიერ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვას".
თენგიზ ფხალაძის თქმით, „მიუღებელია უცხო სახელმწიფოს ოფიციალური თანამდებობის პირის ჩარევა ქართულ პოლიტიკაში და მის მიერ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვა".





