რეფერენდუმი

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადის გაზრდის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს

AP

აზერბაიჯანში კონსტიტუციური ცვლილებების მიღების თაობაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს. 

რეფერენდუმის მთავარი შეკითხვა საპრეზიდენტო მანდატის 5-დან 7 წლამდე გაზრდას ეხება. გარდა ამისა, რეფერენდუმი ვიცეპრეზიდენტის პოსტის არსებობის საკითხსა და სახელმწიფო მეთაურობისა და დეპუტატობის კანდიდატებისათვის დაწესებული ასაკობრივ ზღვარსაც ეხება.

მოსახლეობას საკუთარი აზრის დაფიქსირება ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 5200-ზე მეტ საარჩევნო უბანზე შეუძლია.

ცნობისთვის, ივლისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პრეზიდენტის მანდატის 7 წლამდე გაზრდის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე პროექტი შეიტანა. სასამართლომ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები